უსკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

11 მაისი 2016, 00:00 5373 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  უმაღლეს საბჭოს კანდიდატები უკვე წარუდგინა. უსკოს ხელმძღვანელობისთვის რეგიონის საკანონმდენლო  ორგანოში დავით ქარცივაძე იბრძოლებს, კომისიის წევრობაზე კი დეპუტატებს არჩევანის გაკეთება ირაკლი გვარამიასა და მამუკა ჯაშს შორის მოუწევთ. არჩილ ხაბაძის მიერ წარდგენილი კანდიდატები დღეს ბიუროს სხდომაზე კომისიებში ჩაუშვეს განსახილველად. გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ ოპოზიციაში. თავისუფალი დემოკრატი თემურ კახიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის ვაკანტურ პოზიციებზე მხარს არ დაუჭერენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში