ნატოს ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიის მიერ - ზელენსკი

15 მარტი 2022, 17:06 1148 ნახვა

ნატო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიის მიერ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა იმედგაცრუება, რომ ნატო უარს ამბობს უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე. ეს საშუალებას აძლევს რუსულ ჯარს დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები.

„ჩვენ გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომზე, რომ თითქოს ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, შესაბამისად, ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა ჯერ არ არის შექმნილი. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები. კიევის ოთხი მრავალსართულიანი შენობა დილით ადრე დაიბომბა, ათობით ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ყველანი ვართ რუსეთის სამიზნეები და ამიტომ ყველაფერი იქნება ევროპის საწინააღმდეგოდ, თუ უკრაინა მყარად არ იქნება. ამიტომ, მსურს, ჩვენი დახმარებით საკუთარ თავს დაეხმაროთ“, – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის მოსახლეობა ეყრდნობა არა ნატო-ს, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.

"მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ"-განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ თავიანთ „დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობებზე“ ნატო-ს გარეთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი