ახტირკაში დაბომბვას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

14 მარტი 2022, 11:59 797 ნახვა

სუმის რაიონში, ახტირკაში ღამით მომხდარ დაბომბვისას, სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. 

ვიდეომიმართვაში პაველ კუზმენკო ამბობს, რომ დაშავებულ და გარდაცვლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძბენ. 

"წუხელ ახტირკაში მშვიდობიან მოსახლეობას, მათ სახლებს ბომბავდნენ, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, დანარჩენებს ისევ ეძებენ. ავიადარტყმებისგან დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. ვიხვეწებით ჩაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ის ვინც ახტირკას ბომბავს, იცოდნენ, რომ მშვიდობიან ადამიანებს კლავენ", - ამბობს პაველ კუზმენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი