„თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტებ ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა“ - ზელენსკი

14 მარტი 2022, 10:17 814 ნახვა

„თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა“-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა მთავარი მიზანია მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტების დონეზე.

''დღეს არ შეიძლება იყოს "ნახევარ" გადაწყვეტილებები ან "ნახევარტონი"! ახლა მხოლოდ შავი და თეთრი, კარგი და ბოროტი არსებობს. შენ ან მშვიდობის მომხრე ხარ ან სისხლიან რუს აგრესორებს უჭერ მხარს, რომ უკრაინელი ბავშვები და ქალები დახოცონ. Microsoft, Oracle და SAP შეწყვიტეთ თქვენი პროდუქციის რუსეთში მხარდაჭერა, შეაჩერეთ ომი!'' - განაცხადა ზელენსკიმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი