უკრაინაში ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

13 მარტი 2022, 18:21 1193 ნახვა

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი იუწყება, რომ ირპინში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლეს. მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი.

ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკის შესახებ. დღეს ირპინში მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი მოკლეს. კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიჭრა. ამჟამად, ცდილობენ დაჭრილი ჟურნალისტი საბრძოლო ზონიდან გაიყვანონ.

უკრაინაში New York Times-ის ყოფილმა ჟურნალისტმა იულია მანდელმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოკლული კოლეგის შესახებ პირდაპირ ეთერში უამბო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი