ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-11 საერთაშორისო გამოფენა იწყება

13 მარტი 2022, 18:06 1435 ნახვა

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-11 საერთაშორისო გამოფენა იწყება. მას ორგანიზებას კომპანია  ჯეო ნეტ ექსპო უწევს.

წელს გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში მოეწყობა. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მალე საგამოფენო სივრცეებში  განთავსდება როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნების პროდუქცია. წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული კომპანიები, უძრავი ქონების კომპნიები.

გამოფენა 14 მარტს დაიწყება და დაინტერესებულ ადამიანებს სამი დღის განმავლობაში მონაწილეობა უფასოდ შეეძლება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი