ჰელსინკის კომისია ბაიდენს საქართველოსა და უკრაინისთის მხარდაჭერის გაძლიერებას სთხოვს

13 მარტი 2022, 15:11 1473 ნახვა

აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო ჰელსინკის კომისია, რომელსაც ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ევალება, მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს და გააძლიეროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების კუთხით, - წერს  Foreign Policy.

როგორც  კომისიაში აცხადებენ, "ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებისადმი აშშ-ის ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ გააგრძელებს მისი უპირატესობის გამოყენებას, რაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ძირის გამოთხრას გულისხმობს".

საგულისხმოა, რომ როგორც წესი, მთავარი მოკავშირის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ნატო–ში გაწევრიანების ამბიციები ან პერსპექტივები. 

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში