კიდევ ერთი და საკმაოდ მოცულობითი, შემაჯამებელი მიმართვა უკრაინის პრეზიდენტისგან. ვლადიმერ ზელენსკიმ მსოფლიოს მიმართა და ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს რუსეთს ხერსონის რეგიონზე.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ხერსონში გამართული საკრებულოს სხდომის შედეგად, 44-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია.
ზელენსკიმ შეახსენა დასავლეთს, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასუსტებლად.
ასევე პრეზიდენტმა გმირის წოდება მიანიჭა 106 უკრაინელს, რომელთა შორის 17 ომში დაიღუპა. თქვა, რომ „ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო აქციოს ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ ანალოგად.
„ზონა, რომელიც იზოლირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ზონა, სადაც მხოლოდ ძალადობაზეა დაფუძნებული ყველანაირი ღირებულებები და ადამიანები მხოლოდ გაქცევას ცდილობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. აქვე დაამატა, რომ უკრაინელ ხალხს დიდი ძალისხმევა დასჭირდება თავისუფლების დასაცავად.
უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ მეომრებს მედგრად დგომა და მოთმინება სთხოვა.