როდის შეივსება მაღაზიის დახლები შაქრით

13 მარტი 2022, 00:18 1458 ნახვა

„შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნაა საცალო ობიექტებიდან, მაშინ როდესაც, შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები საქართველოში არსებობს და შესაბამისად, საქართველოში შაქრის დეფიციტი ვერ იქნებოდა. როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა“, - განმარტა დავითაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში