უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებაში ომს დღეს მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „უკრაინა 24-“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მხოლოდ ორი ადამინი რჩება, ვინც ომის გაგრძელების მომხრეა - პუტინი და შოიგუ. ყველა დანარჩენი მის შეჩერებას ცდილობს. ზოგი აქტიურად, ზოგი კი წყნარად ზოგჯერ საბოტირებენ კიდეც უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებებს. რუსეთის ფედერაციის გენერალიტეტიც კი სრული უმრავლესობით წინააღმდეგია ომის“ - აცხადებს ბუდანოვი.