რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას - საგარეო უწყება

12 მარტი 2022, 17:07 1410 ნახვა

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცესში მოსახლება მონაწილეობას 35 ე.წ. ოლქის, 152 ე.წ. საარჩევნო უბანზე შეძლებს.

ამგვარად, დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას ჯამში, დაახლობით, 130 000 ადამიანი მიიღებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში