სანქციებმა, შესაძლოა რუსეთის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის განადგურება გამოიწვიოს

12 მარტი 2022, 15:43 2453 ნახვა

რუსეთს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს გიგანტური კომპანიები. ჯერ კიდევ 9 მარტის მონაცემებით, კომპანიების გასვლის გამო, უმუშევრად დარჩენა 120 ათას რუსეთის მოქალაქეს ემუქრებოდა და ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, შესაძლოა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის განადგურება გამოიწვიოს, ამის შესახებ რუსული კოსმოსური სააგენტო „ როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა,  დიმიტრი როგოზინმა განაცხადა და სადამსჯელო ზომების მოხსნა მოითხოვა.

მისი თქმით, სანქციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს რუსული გემების მუშაობას, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ემსახურებიან. შედეგად, სადგურის რუსული სეგმენტი, რომელიც ორბიტის კორექტირებას უწყობს  ხელს, შესაძლოა დაზიანდეს და 500-ტონიანი კონსტრუქცია ზღვაში ან ხმელეთზე ჩამოვარდეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი