მელიტოპოლის მერის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა მიტინგიდან აქციების კოორდინატორი გაიტაცეს

12 მარტი 2022, 14:41 1544 ნახვა

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლში მიტინგიდან ყოველდღიური საპროტესტო აქციების კოორდინატორი, ოლგა გაისუმოვა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია აქტივისტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

„ოკუპანტებმა ოლგა გაისუმოვა პირდაპირ მიტინგიდან გაიტაცეს. მელიტოპოლელებო, გამოდით!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში დილიდან საპროტესტო აქცია იმართებოდა გატაცებული მერის, ივანე ფიოდოროვის გათავისუფლების მოთხოვნით.

მერი რუსმა სამხედროებმა გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელდა ვიდეოკადრები, როგორ გაჰავდათ ის შენობიდან. ფიოდოროვს თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი