მზადება დედაქალაქზე შტურმისთვის - რუსული ჯარი კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია

12 მარტი 2022, 11:56 2549 ნახვა

დღეს ომის მე-17 დღეა. საომარი მოქმედებები კვლავ ინტენსიურად გრძელდება უკრაინაში. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მიიღეს სანდო ცნობები, რომ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დასახლებულ რაიონებში კასეტური ბომბის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. იბომბება როგორც სტრატეგიული ობიექტები, ასევე საცხოვრებელი სახლები. უკრაინის ქალაქ ივან-ფრანკოვსკში დაიბომბა სამხედრო აეროპორტი. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ავიაბაზაზე. რუსეთს კიევის აღება აქვს დაგეგმილი.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

ამ დრომდე ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ მელიტოპოლის მერი.

გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი