ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში დღეს მონაწილეობას 123 კანდიდატი იღებს.
ე.წ. საარჩევნო უბნები იქ თბილისის დროით 9:00 საათზე გაიხსნა.
გახსნილია 35 ე.წ. ოლქის 152 ე.წ. საარჩევნო უბანი , სადაც ხმის მიცემას დაახლობით 130 000 ადამიანი შეძლებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არჩევნებში 5 წელიწადში ერთხელ 35 ე.წ. დეპუტატს ირჩევენ.