რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა - ზელენსკი

11 მარტი 2022, 18:09 630 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისივე განცხადებით, ახალი სანქციები აუცილებელია რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების დასაცავად.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა. რუსულ ნავთობპროდუქტებს ისევ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციების გარკვეული ნაწილი ისევ რჩება რუსულ ბაზარზე გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე. ესაა მორალურად მიუღებელი. მადლობელი ვართ იმ კომპანიებისა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. აუცილებელია სანქციების მეტი წნეხი რუსეთზე იმ მიზნით, რომ შეწყდეს სასტიკი აგრესია, რისი მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.

შემდეგი სანქციები უნდა ეხებოდეს გაზს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოს საპორტო ქალაქები უნდა ჩაიკეტოს რუსეთის გემებისთვის, სატვირთო გადაზიდვები უნდა შეწყდეს და სვიფტში არავითარი გამონაკლისი რუსეთის არცერთი ბანკისთვის არ უნდა დაუშვან. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა რუსული აგრესიისგან დავიცვათ პოლონეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო და სხვა ქვეყნები,“ - აცხადებს ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი