უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია - გაერო

11 მარტი 2022, 14:31 1107 ნახვა

უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.

გაეროს მონაცემებით, კიდევ 2 მილიონი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, თუმცა ისინი სამშობლოში დარჩნენ.

„უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი უკრაინის შიგნით გადაადგილდა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახადეს, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები ამ უაზრო ომის გამო“, – წერს ფილიპო გრანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში