ავარიული სახლები, სოციალური პრობლემები და ქუჩების კეთილმოწყობა - ეს პრობლემები დაასახელეს ბათუმის მერთან შეხვედრაზე აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა.
მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულ უბანში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.
დაპირებებს შორისაა სარეკრეაციო სივრცეების, გზებისა და ეზოების მოწყობა.