უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება - ოლაფ შოლცი

11 მარტი 2022, 12:08 886 ნახვა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ვერსალში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ“,- განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში