უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 10 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა.
„რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის, რუსი „ბოევიკების“ ქმედებებისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის - ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. მე დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებმა გააკეთონ ყველაფერი რუსული ტერორიზმის შესაჩერებლად და დახურონ ცა უკრაინის თავზე“, - განაცხადა დენისოვამ.