პანიკა საქართველოში,რომ პროდუქტების ნაწილი შეიძლება დეფიციტში აღმოჩნდეს. რუსეთ-უკრიანის ომის ფონზე, სასურსათო მაღაზიების დახლებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტები ქრება, რადგან ყველაზე სწრაფად იყიდება. ნაწილს მისი გაძირება აშინებს ზოგს კი დეფიციტის მოლოდინი. საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ საქართველოს ძირითადი მომმარაგებელი რუსეთი არ არის, ამ ქვეყნის წილი ძირითადად ხორბალზე მოდიოდა, შაქარი კი ძირითადად ბრაზილიიდან და თურქეთიდან მოდის. პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ ექსპერტები.