კატლეტების და ფუნთუშების გაკეთება ჩვენც შეგვიძლია - მედვედევი

10 მარტი 2022, 17:41 764 ნახვა

,,ახლაც გავუმკლავდებით. კატლეტების და ფუნთუშების გაკეთება, თან უმაღლესი ხარისხის, ჩვენითაც ხომ შეგვიძლია'' - განცხადება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთიდან McDonald’s - ის გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დასავლურ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარს ტოვებენ, დაბრუნება გაუჭირდებათ.

"ეს სხვათა შორის შეეძლოთ გაეკეთებინათ სანქციების ქვეშ მყოფ ბიზნესმენებს. გამარჯობა McDonald’s!" -  წერს მედვედევი.

პარალელურად მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 500 მილიონ რუბლს გამოყოფს. შეღავათიან სესხებზე სწრაფი კვების შიდა ქსელის შესაქმნელად, რომელიც ჩაანაცვლებს McDonald’s რესტორნებს.

მისივე თქმით, ერთ წელიწადში რუსული სწრაფი კვების ქსელები შეძლებენ შეცვალონ დაახლოებით 250 McDonald’s რესტორანი დედაქალაქში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი