ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა - ვიტალი კლიჩკო

10 მარტი 2022, 17:31 850 ნახვა

ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა - აცხადებს ვიტალი კლიჩკო.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ „ორკების“ გეგმა დედაქალაქის აღებასთან დაკავშირებით არ ასრულდება იმ მეომრების წყალობით, რომლებიც იცავენ ბუჩის, ვორზელს, ირპენს, გოსტომელს, სადაც მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს.

„ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა. ყველა ამბობს, რომ არაფერი არ მოხდება, რომ ქალაქს არ ჩააბარებენ და მტერი ვერ შემოვა. ყველას შემიძლია ცხადად ვუთხრა: დედაქალაქი იდგა და იდგება!“- განაცხადა კიევის მერმა.

კლიჩკოს თქმით, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე კიევი ყოველმა მეორე მცხოვრებმა უკვე დატოვა. 

მისივე განმარტებით, ამჟამად ქალაქში 2 მილიონ ადამიანზე ნაკლებია დარჩენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი