რუსეთი ევროპის საბჭოში მონაწილეობას აღარ მიიღებს

10 მარტი 2022, 13:34 610 ნახვა

რუსეთი აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს საქმიანობაში, რადგან დასავლეთის ქვეყნები ძირს უთხრიან ამ ორგანიზაციის მუშაობას - ნათქვამია, ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"მოვლენების მიმდინარეობა ხდება შეუქცევადი. რუსეთი არ აპირებს ამ ძირგამომთხრელ მოქმედებებთან შეგუებას, რომელსაც ახორციელებს დასავლეთი და აშშ, თითქოს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. 

დატკბნენ ერთმანეთთან ურიერთობებით რუსეთის გარეშე. ევროკავშირსა და ნატო-ში რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავიანთი აბსოლუტური უმრავლესობის ბოროტად გამოყენებით, განაგრძობენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის რღვევას“, - წერია განცხადებაში.

ორი კვირის წინ რუსეთს, უკრაინაში ინტერვენციის ფონზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში