მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი

10 მარტი 2022, 13:01 1063 ნახვა

გუშინ, მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია, - მონაცემებს უკრაინული მედია მარიუპოლის ქალაქის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

"რუსეთის ჯარები მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს კაცობრიობის, უკრაინისა  და მარიუპოლელების  წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულის შესახებ,'' - ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი