მოვუწოდებ რუსეთს, მშვიდობიან მოსახლეობას მისცეს საშუალება თავისუფლად დატოვონ საომარი ზონა - ენტონი ბლინკენი

09 მარტი 2022, 21:02 897 ნახვა

მივმართავ რუსეთს, ნება დართონ უკრაინელებს თავისუფლად დატოვონ საომარი ზონა, რომლებსაც რუსული ჯარები ბომბავენ - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში მოსახლეობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია, ასევე საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა. 

"ამერიკა მოუწოდებს კრემლს, დაუყოვნებლივ მისცენ უკრაინელებს საშუალება თავი დააღწიონ საომარ ზონას. ხალხი იქ არის დენის, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე და ამ დერეფნების არუზრუნველყოფა ამ ხალხს აიძულებს ამ პირობებში დარჩნენ და ვერ გააღწიონ თავი საომარ მოქმედებებს. ამერიკა ჩართულია პრობლემის მოგვარებაში. შეუძლებელია იმ ადამიანების ტანჯვის აღქმა, რომლებიც მეტროებში იმალებიან, ან საზღვრებთან არიან", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება უკრაინაში, ამას ევროპისთვის მძიმე შედეგი ექნება.

"მამაცმა უკრაინელმა ხალხმა სიურპრიზი გაუკეთა პუტინს თავისი სიმტკიცით. ახლა არ არის დანებების დრო. პუტინი უნდა დამარცხდეს. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ აგრესორი იგებს მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის ძალა. ვიცით, რომ თუ არ გავაკეთებთ საკმარისს ახლა, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორები გათამამდებიან. ვიცით, რომ თუ პუტინი არ იქნება გაჩერებული უკრაინაში, ამას საშინელი შედეგები ექნება ევროპისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის", - აცხადებს ლიზ ტრასი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში