პოლიციელებს ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე, ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან - შს მინისტრი 

09 მარტი 2022, 12:17 1042 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს დაისჯებიან. 

„ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი სამი-ოთი დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან.

ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი