აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს კრძალავს

09 მარტი 2022, 10:06 388 ნახვა

აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.  ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.  არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობა ვერასდროს გახდება წარმატებული.

„პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის შენარჩუნებას. თუ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს არ ვუპასუხებთ, მომავალში ამერიკელი ხალხისა და თავისუფლების საფასური გაცილებით დიდი იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი