რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ქართულ ბაზარზე. ისმის კითხვა, გაძვირდება თუ არა პური ? ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ რუსეთიდან ბოლო პერიოდში შემოსული ხორბალი იქნება უფრო ძვირადღირებული. საქართველო კი ხორბლის 90%-სწორედ რუსეთიდან იღებს, 5 პროცენტია უკრაინის წილი. დარჩენილ რაოდენობას კი ადგილობრივი წარმოების ხორბალი ავსებს.