სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს - ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა

08 მარტი 2022, 13:26 1224 ნახვა

„სოლიდარობა უკრაინელ დედებს და ბავშვებს“- ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ შეკრებილებმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, პროტესტი გამოთქვეს და ომში მყოფი უკრაინელების მიმართ მხარდაჭერა დუმილით გამოხატეს.

მდუმარე აქციის ორგანიზატორი ქალთა ფონდი „სოხუმია“.

აქციაზე მოქალაქეები უკრაინის დროშებით, ყვავილებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ. შეკრებილთა შორის აფხაზეთიდან დევნილებიც იყვენენ. აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტები 13 მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ.

მოქალაქეთა თქმით, საქართველოს საკუთარ თავზე არაერთხელ აქვს გამოცდილი რუსული აგრესია და ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის ის, თუ რას განიცდიან ახლა უკრაინელები.

"ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ვიცით რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით დგომა ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა. მშვიდობა უკრაინას" - ამბობს ეკატერინე გამახარია, ქალთა ფონდი ,,სოხუმის" წარმომადგენელი.

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი