რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკების მესამე რაუნდი

08 მარტი 2022, 12:37 1119 ნახვა

უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა უკრაინაში არსებული მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების კუთხით პოზიტიური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის  მიხაილ პოდოლიაკის თქმით,   მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ რაღაც კონსენსუსამდე მისვლას ეცდებიან.   

„ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით  - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა .მისივე თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რაიმე დადებითზე საუბარი სამხედრო და პოლიტიკური კუთხით, ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი