საახალწლო ზეიმი შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დაიწყო, დღეს საღამოს კი საახალწლო ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის ცენტრში აინთება, მთავარი ღონისძიება 30 დეკემბერს გაიმართება. ფოლკლორულ - ქორეოგრაფიულ ნომრებს მაყურებელს შუახევის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები შეასრულებენ. ღონისძიება 15 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებებზე მუნიციპალიტეტი 14 ათას ლარს დახარჯავს.