რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოლვიას საზღვაო პორტზე, რომელიც ნიკოლაევის რეგიონში მდებარეობს. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა ოლვიას პორტში ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.