გაუფასურებული ეროვნული ვალუტა

07 მარტი 2022, 14:25 1070 ნახვა

ლარი სწრაფად უფასურდება. ერთი დოლარის შეძენას 3 ლარად და 45 თეთრად შეძლებთ, გაყიდვის ფასი კი დაახლოებით 3.36 მეასედია.

დოლარი 3-ლარიან ნიშნულს, ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად, 4 თებერვალს ჩამოსცდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა ეს ტრენდი არ დაურღვევია. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 50  თეთრით გაუფასურდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილებები ზრდის ფასს პროდუქტზე.

ეკონომისტები შექმნილ ვითარებას უკრაინის ომს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მაგალითად ხორბლის იმპორტისთვის საქართველოს სხვა პარტნიორების მოძიება მოუწევს.

ყოველდღიურად ძვირდება საწვავიც, რასაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ხსნიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში