თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია აფთიაქებში - პრემიერი

07 მარტი 2022, 11:15 2331 ნახვა

ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი, გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა. წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - განცხადება საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისივე განცხადებით, საუბარია რამდენიმე დასახელების, ყველაზე მოთხოვნად წამლებზე.

პრემიერის განცხადებით, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით.

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ JMP-ის სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი. ყველაზე მოთხოვნადი წამალი. ღღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამალი რაც არის, მაგალითად, გულ სისლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც ძალიან გვახარებს.

მინდა, მინისტრ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო. ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის რეგისტრაციისთვის სამინისტროში განაცხადია შეტანილი, რათა დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი უფრო იაფიანი წამლის შესაძენად. რაც მთავარია, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს არის მიღწეული.

ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ადგილზე წარმოებული და შემოტანილი წამალი იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აფთიაქებში წამლები მკვეთრად გაიაფებულია.

''ერთ თვის წინ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა, ამბობდა, რომ ეს არ იმოქმედებდა წამლის ფასზე.  დღეს გვაქვს ის რეალობა, რისი მოლოდინიც გვქონდა.  უკვე აფთიაქებში რამდენიმე ათეულობით დასახელების  თურქული მედიკამენტია შემოსული, ფასები კი მკვეთრად არის გაიაფებული.  ზოგ შემთხვევაში 80-90% ნაკლებია ვიდრე ეს იყო ერთი თვის წინ. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში