აჭარაში მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” პროექტის ფარგლებში დღეს რეგიონის სკოლების პედაგოგებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ, მიზანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა დისციპლინაში სწავლების ხარისხის ამაღლებაა. გადამზადების კურსს აჭარის ყველა საჯარო სკოლის პედაგოგი გაივლის. პროექტს “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” ახორციელებს. სწავლება 2019 წლამდე გაგრძელდება.