დავით არახამია რუსეთში ქართული ყველის იმპორტზე გადაწყვეტილებას ღალატს უწოდებს

06 მარტი 2022, 20:22 2013 ნახვა

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - გაიტანოს რძის პროდუქტები რუსეთში, ღალატს უწოდებს.

 „ქართველი ხალხის მხრიდან ღალატის და ზურგში დანის დარტყმის ნახვა არ გვინდოდა“ - აცხადებს არახამია.  

რუსეთი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. გადაწყვეტილება 5 მარტს  მიიღეს. აღნიშნული  ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი