რა გადაწყვეტილებას მიიღებს 15 ქართული კომპანია, გაიტანენ თუ არა ქართულ ყველს რუსულ ბაზარზე? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად 15 ქართულ კომპანიას ნებას რთავს რძის პროდუქტები რუსულ ბაზარზე შეიტანონ.
როდის შედგა მოლაპარაკება და რა პასუხი აქვს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, - აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეტალები გაარკვია.