რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeroflot Airlines-მა 8 მარტიდან დროებით საერთაშორისო ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება „დამატებითი გარემოებების გამო მიიღეს, რომლებიც აფერხებს ფრენების შესრულებას“.
რუსული მედიის თანახმად, შეზღუდვები ასევე შეეხება „როსიას“ და „ავრორას“ ავიახაზების საერთაშორისო მიმართულებებს.
ფრენების შეჩერების რეკომენდაცია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ „როსავიაციამ“ მისცა.