კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„არსებულ ვითარებაში ვაჩერებთ მომსახურებას რუსეთშუ“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირეტორმა დენ შულმანმა. მისი თქმით, კომპანია მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ.
ამ დრომდე PayPal-ი რუსეთში დაბლოკილი საბანკო ბარათებით ინტერნეტის საფასურის გადახდის ერთადერთი საშუალება იყო.