''კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა- არსებული პრობლემები და გამოწვევები”- ამ თემაზე ლექცია წაიკითხა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში სამართლის მაგისტრმა , გიორგი ჩიტიძემ. საყდრისის, პანორამა ”თბილისის”-ა და ძველი ბათუმის მაგალითებზე დაყრდნობით მან სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან საზოგადოება ,,ბათომის”ორგანიზებით გაიმართა.