3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 32 გარდაცვლილი - ბოლო მონაცემები ეპიდვითარებაზე

05 მარტი 2022, 15:13 1163 ნახვა

ბოლო 24 საათში ქვეანაში ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება სკოლებს, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი