მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც უნდა იდგეს საქართველო-უკრაინის გვერდით - სალომე ზურაბიშვილი

04 მარტი 2022, 21:37 1214 ნახვა

თქვენ ხართ ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მისივე განცხადებით, დგას იქ, სადაც საქართველოა და გვერდით უდგას პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას.

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა, რო აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენთ დღეს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი