5 ივლისის საქმე

04 მარტი 2022, 18:29 1186 ნახვა

სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. საქმის პროკურორის თქმით, ნივთმტკიცებად ზაზა ჭაავას მოპედი წარადგინეს, რომლითაც მან ძალადობრივი ქმედება განახორციელა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტზე, თამარ თათარაშვილზე და მას ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში.  ასევე გამოიკვლიეს "ფორმულადან" გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედება. ასევე ბრალდებულებმა დღევანდელ სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს და შესაძლოა, მათი ჩვენებები როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები ისე გამოიკვლიონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში