საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ახალი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა. ცვლილებების მომზადებაზე უარი თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია კი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით უცვლელია, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არც უშიშროების საბჭოს წევრები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ახალ კომისიაში უმრავლესობას 23 წევრი ჰყავს, 8 - ნაციონალურ მოძრაობას, 2 - პატრიოტთა ალიანსს, თითო-თითო კი ლეიბორისტებს, თავისუფალ -დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.