ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა შუახევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. უკმაყოფილება ოპოზიციამ აიპების მიერ გაწერილი პრემიების გამო გამოთქვა. სოსან ზოიძის თქმით, საკრებულომ მიმდინარე წელს ოთხი კვარტლის პრემია -- ნახევარი მილიონი ლარი გასცა. მმართველ გუნდში ამ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ედნარ კეჟერაძის განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტში ზრდის ნაცვლად ორი პრემია შემცირდა. ასევე, 5 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი. სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და მილიონ 852 ათასი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გადავიდა. მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ ცხრაასი ათასი ლარია.