გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

03 მარტი 2022, 09:55 822 ნახვა

რუსთავის მე-12 პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის ინსპექტორს, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში