დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში - ლევან ხაბეიშვილი

02 მარტი 2022, 20:50 1305 ნახვა

დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში, სააკაშვილის საქართველოში ამ პირობებში ყოფნა ნიშნავს მისი წამების და სიცოცხლის მოსპობის გაგრძელებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ხნის განმავლობაში წართმეული აქვს დაცვის უფლება, მას წართმეული აქვს ჯანდაცვის და ფაქტობრივად სიცოცხლის უფლება, მასთან უკვე რამდენიმე თვეა არ უშვებენ ექიმებს და სპეციალისტებს, რომ დაადგინონ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან მძიმე. ამასობაში ჩვენ ვხედავთ ჩვენ უკრაინელ ძმებზე თავდასხმას ოკუპანტების მხრიდან და მნიშვნელოვანია, აი ამ კადრების შემდეგ, როცა საზოგადოება ხვდება და აღიქვამს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ჰყავთ პრეზიდენტი სააკაშვილი, არაადამიანური მოპყრობის და წამებია ქვეშ, დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში ან პოლონეთში, ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილის საქართველოში ამ პირობებში ყოფნა ნიშნავს განგრძობითად მისი წამების და სიცოცხლის მოსპობის გაგრძელებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი