საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!, - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ კონსულტაციებზე საქართველოდან ელჩი გაიწვია, სამინისტროს გვერდზე გავრცელდა ჩამონათვალი თუ როგორ დაეხმარა საქართველო უკრაინას.
ჩამონათვალშია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეზიდენციაზე დროშები გადმოფინა.