საპროტესტო აქცია ქუთაისში

01 მარტი 2022, 19:56 1145 ნახვა

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მეექვსე დღეა იმართება ქუთაისში. სოლიდარობის დღეს აქცია დაგეგმილი არ იყო, თუმცა მოქალაქეები ქალაქის ცენტრში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. მოქალაქეთა ნაწილი უკრაინის ომისადმი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს. აქციაზე რუსეთის მოქალქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, მასშტაბური აქცია ქუთაისში 6 მარტსაც გაიმართება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი